სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი, საგანმანათლებლო ვიზიტი ბრუსელში, ბელგიაში

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) – „ნდობისა და დემოკრატიზაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ – პროექტის ფარგლებში განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ნდობისა და თანამშრომლობის აღდგენას ემსახურება. აღნიშნული ღონისძიებები საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდებისა სამეფოს საელჩოების აქტიური მხარდაჭერით წარიმართა. აქტივობები მიზნად ისახავდა სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერას, ასევე რეგიონის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს შორის ნდობის გაღრმავებასა და დიალოგის ხელშეწყობას. 2015 წლიდან პროექტში ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უკრაინიდან.
2015 წლის 27-29 მარტს საქართველოს პარლამენტში გამართული სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმის ფარგლებში, NIMD-ის ორგანიზებით განხორციელდა საგანმანათლებლო ვიზიტი ბრუსელში, ბელგიაში (19-22 აპრილი, 2015). ვიზიტში მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის მმართველი და ოპოზიციური პარტიების ორ-ორმა წარმომადგენელმა.

ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდა ლიდერებს საშუალება მიეცათ წარედგინათ საკუთრი პარტიების მუშაობა და განეხილათ რეგიონში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა. მონაწილეები უკეთ გაეცნენ სამხრეთ კავკასიის ევროპულ ხედვასა და რეგიონში ევროკავშირის ინსტიტუციების მუშაობის სპეციფიკას.

დელეგაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი წევრებით: უმიდ აბუზერლი – აზებაიჯანის ახალი პარტია – YAP (აზერბაიანი); ჯამილა იბრაჰიმოვა – აზერბაიჯანის დემოკრატიული რეფორმების პარტია (აზერბაიჯანი); გივი ჩიქოვანი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (საქართველო); სალომე მაცაბერიძე – თავისუფალი დემოკრატები (საქართველო); ჰაიკ მამიჯანიანი – სომხეთის რესპუბლიკური პარტია (სომხეთი); არტურ ავთანდილიანი – თავისუფალი დემოკრატები (სომხეთი); მიკოლა დავიდიუკი – რადიკალური პარტია (უკრაინა); ანტონ კუჭუხიძე – ოპოზიციური ბლოკი (უკრაინა). შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ NIMD-ის წარმომადგენლები: ლევან ცუცქირიძე, NIMD-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მაია მაჭავარაიანი, NIMD-ის პროექტის ოფიცერი (საქართველო); ემინ ასლანოვი – NIMD-ის პროექტის ოფიცერი (აზერბაიჯანი) და ანაჰით შირინიანი – NIMD-ის პროექტის ოფიცერი (სომხეთი).

ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო შეხვედრები ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თავჯდომარესა და ევროპარლამენტის წევრთან ჰაიდი ჰაუტალასთან, ასევე ევროპარლამენტის სხვა წევრებთან: კატი პირთან (ნიდერლანდების სამეფოს ლეიბორისტული პარტია) და კლერ მუდთან (ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია). დელეგაციის წევრები შეხვდნენ ევროკავშირის საგარეო საკითხებში ევროპარლამენტის გენერალური დირექტორატისა (Directorate General-DG) და სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებს. მონაწილეებმა ასევე გამართეს შეხვედრები რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან: ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის (EPD); ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის(ALDA); ევროპული კავკასიური სახლი (EUCaSa) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიცია (CICC).