საარჩევნო კანდიდატების ტრენინგი

21-22 მაისს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით ორ-დღიანი სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ დემოკრატიის სკოლების იმ მონაწილეებს, რომლებიც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყრიან კენჭს.
თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის დემოკრატიის სკოლების 25 კურსდამთავრებული (12 ქალი და 13 მამაკაცი) საინიციატივო ჯგუფების და სხვადასხვა პარტიების ეგიდით იყრის კენჭს.

ტრენინგის ფოკუსი იყოს საარჩევნო კამპანიის მომზადება, დაგეგმვა და მართვა, გზავნილის ჩამოყალიბება, კომუნიკაციის სტრატეგია და საჯარო გამოსვლები.

დემოკრატიის სკოლები ნიმდის პოლიტიკური განათლების წამყვანი პროექტია, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ მოქალაქეებს გაზრდილი როლი ითამაშონ დემოკრატიული პოლიტიკის დამკვიდრებაში.