პოლიტიკის ფორმულირების საჭიროებები და შესაძლებლობები პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის საქართველოს წარმომადგენლობა 2011 წლის 21 დეკემბერს 15 საათზე თბილისი მარიოტში
მართავს სამუშაო შეხვედრას თემაზე: „პოლიტიკის ფორმულირების საჭიროებები და შესაძლებლობები პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო სექტორში“ არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

NIMD, International IDEA-თან, ODI (Overseas Development Institute)-თან თანამშრომლობით გეგმავს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური გაძლიერების ახალი პროექტის განხორციელებას, რომელიც პოლიტიკური პარტიებში ანალიტიკური და პოლიტიკის ადვოკაციის შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს.
პირველ ეტაპზე, თვისებრივი კვლევის საშუალებით გამოვლინდება საქართველოში მოქმედი ანალიტიკური ორგანიზაციების და ზოგადად არასამთავრობო სექტორის შესაძლებლობები პოლიტიკის ფორმირების სფეროში. მეორეს მხრივ კი, კვლევა შეისწავლის პოლიტიკურ პარტიებში ამ კუთხით არსებული შესაძლებლობებსა და გამოცდილებას.
კვლევის შედეგად, შეფასდება პოლიტიკური პარტიების საჭიროებები პოლიტიკის ფორმირების სფეროში და გამოვლინდება პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები პოლიტიკის ფორმულირების შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
ღონისძიებაზე უმთავრესი მიზანია არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკის ფორმულირების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება, კვლევაზე რეკომენდაციებისა და მოსაზრებების მიღება.
პრეზენტაციას გამართავენ NIMD–ის, International IDEA-სა და ODI (Overseas Development Institute)-ს წარმომადგენლები.