პოლიტიკის ანალიზის კონსულტანტები

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდამჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. NIMD ამჟამად მუშაობს 16 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.
NIMD საქართველოში მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიათა ინსტიტუციური განვითარებას ეხმარება რა მათ განვითარების სტრატეგიული გეგმების შექმნასა და მათ საკვანძო კონპონენტთა განვითარებაში; მხარს უჭერს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და მუშაობს დემოკრატიის განთლების გავრცელებაზე დემოკრატიის განათლების ცენტრების შექმნის საშუალებით. პოლიტიკურ პარტიათა ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში, NIMD–ს ესაჭიროება პოლიტიკის ანალიზის კონსულტანტები შემდეგი მიმართულებებით:
– ბიზნესი და ბიზნეს გარემო
– სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი თვითმმართველობა
– განათლება და მეცნიერება
– ჯანდაცვის მენეჯმენტი
კონსულტანტთა ძირითადი საქმიანობა მიმართული იქნება პოლიტიკის ხედვის ფორმირებაში მხარდაჭერისაკენ სათანადო სემინარებში მონაწილეობით, კონსულტაციების გაწევითა და სათანადო დოკუმენტების მომზადებით.
სამუშაოს აღწერილობა მოვალეობები:
– ითანამშრომლოს NIMD-თან, მისი პარტნიორებისათვის პოლიტიკის ხედვის ფორმირების მხარდაჭერაში. კერძოდ:
– მონაწილეობა მიიღოს NIMD-ის სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში,
გაუძღვეს და ფასილიტაცია გაუწიოს ამ შეხვედრებს
– მოამზადოს პოლიტიკის ხედვის დოკუმენტების შუალედური, სამუშაო ვერსიები მოამზადოს პოლიტიკის ხედვის დოკუმენტების საბოლოო ვერსიები
– კონსულტაცია გაუწიოს NIMD–სა და მის პარტნიორებს პოლიტიკის ხედვის დოკუმენტების ფორმულირებისა და შექმნის პროცესში
– მოამზადოს სათანადო პრეზენტაციები, გაუძღვეს შესაბამის დისკუსიებს
თანამშრომლობის საბოლოო პროდუქტი:
კონსულტანტის მიერ საბოლოოდ მომზადებულ უნდა იქნეს პოლიტიკის ხედვის დოკუმენტი რომელიმე შემდეგ დარგში:
– პოლიტიკის ხედვა: სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა
– ბიზნესი და ბიზნეს გარემო
– პოლიტიკის ხედვა: განათლება და მეცნიერება
– პოლიტიკის ხედვა: ჯანდაცვის მენეჯმენტი
აკადემიური კვალიფიკაციის მოთხოვნები:
– მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხი რომელიმე შემდგომ სფეროში (ევროპული ან ამერიკული დიპლომი იქნება დიდი უპირატესობა):
o სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა (და/ან მათთან დაკავშირებული დარგები)
o ჯანდაცვის მენეჯმენტი
o ბიზნესი და მისი მომიჯნავე დარგები (ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება)
o განათლება და მეცნიერება

პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნები:

– მინიმუმ 5 წელი წარმატებული პროფესიული მუშაობის გამოცდილება (უშუალოდ რომელიმე დარგში ან მის ანალიზში)
– მითითებულ დარგებში კონსალტინგის გამოცდილება
– ანალიტიკური საქმიანობის, პროფესიული დოკუმენტების მომზადების გამოცდილება

დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ CV არა უგვიანეს 2011 წლის 20 ივნისისა შემდეგ მისამართზე: vacancy@nimd.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას გთხოვთ 1) მიუთითოთ თუ რომელი დარგის კონსულტანტად გსურთ მუშაობა. 2) სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ანა წურწუმია, პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ასისტენტი. ელ.ფოსტა: anntsurtsumia@nimd.org ტელეფონი: +995 32 298 24 56
www.nimd.org / www.nimd.ge