ნიმდ-ის სამხრეთ კავკასის ოფისი ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდს შექმნის

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ნიმდ-ის სამხრეთ კავკასიის ოფისი ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდს – www.prezidenti.ge  შექმნის. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატთა შეხედულებები საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ასევე საზოგადოებაში მიმდინარე ეთიკური დებატების შესახებ. ვებ-გვერდის სრული ვერსია 1 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი და დაინტერესებულ პირებს საპრეზიდენტო კანდიდატთა მოსაზრებების გაცნობისა და მათი შედარების შესაძლებლობა ექნებათ. 25 სექტემბრამდე, ამომრჩევლებსაც შეეძლებათ გაუგზავნონ შეკითხვა საპრეზიდენტო კანდიდატებს www.prezidenti.ge საშუალებით. 5 ყველაზე პოპულარულ შეკითხვას/საკითხს ნიმდ-ი ასევე გაუგზავნის კანდიდატებს და მათ პასუხებს ამავე ვებ-გვერდზე ასახავს. პროექტი ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს მიერაა დაფინანსებული და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.