მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის კომუნიკე

2-3 ივლისს, ბათუმში NIMD-მა უმასპინძლა მრავალპარტიული დიალოგს: ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. მრავალპარტიული ღონისძიების მიზანი იყო არსებული გამოწვევების ანალიზი და პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯების განხილვა.

ღონისძიებაში მონაწილე შვიდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, საქართველოს გზა, თავისუფალი დემოკრატები) გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ მუშაობა მრავალპარტიულ ფორმატში და დასკვნით კომუნიკეში შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია:

პოლიტიკურმა პარტიებმა მოიძიონ და გამოყონ რესურსები, მათ შორის ფინანსური, ქალ პოლიტიკოსთა მხარდასაჭერად, სათანადო საგანმანათლებლო და ტრენინგ-პროგრამების განსახორციელებლად;
გაუმჯობესდეს შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი და უფრო გამჭვირვალე გახდეს კანდიდატების ნომინირების და სიების შედგენის პროცესი.
შემუშავდეს ქმედითი სტრატეგია პარტიებში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
საარჩევნო პროგრამებში აისახოს პარტიების გენდერული პოლიტიკის ხედვა.
ხელი შევუწყოთ ქალი პოლიტიკოსების მაჟორიტარ კანდიდატებად და პარტიულ სიებში ნომინირებას.

გაეცანით მრავალპარტიული დიალოგის ფარგლებში მიღებული კომუნიკეს ტექსტს. გადმოწერა