მოქალაქეთა კონგრესი 2022

პროექტ „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა პროექტის სამწლიან შემაჯამებელ ღონისძიება – ‘მოქალაქეთა კონგრესი 2022’.

კონგრესს დაესწრო დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, სამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები და პროექტის კურსდამთავრებულები საქართველოს ექვსი რეგიონიდან.

ღონისძიებაზე წარვადგინეთ, 6 რეგიონში, 36 თვიანი საქმიანობის შედეგები, პროექტის საერთო პროგრესისა და წარმატებული რეგიონული გამოცდილების გაზიარების მიზნით.

ღონისძიება მოიცავდა ინტერაქციულ სესიებს და მიზნად ისახავდა საქართველოში დემოკრატიისა და რეგიონული განვითარების წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

აღნიშნულ ღონისძიებას წინ უძღვოდა DRIVE Democracy-ის კვირეული, რომლის ფარგლებშიც პროექტის 6 რეგიონში გაიმართა რეგიონული კონგრესები. კვირეულის ფარგლებში მოქალაქეთა ჯგუფები შეხვდნენ არჩეულ ადგილობრივ ხელისუფლების
წარმომადგენლებს, რათა გაძლიერდეს ანგარიშვალდებულება იმ შეთანხმებების მიმართ, რომელიც რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში იქნა მიღწეული.

 

 

 

პროექტ „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ფარგლებში, ჩატარდა პროექტის სამწლიან შემაჯამებელ ღონისძიება.