მედიაციის ტრენინგი მოლდოვაში

2020 წლის 3-7 თებერვალს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) და Result Mediation-ის თანამშრომლობით, გაიმართა ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი მედიაციის შესახებ. ტრენინგს ესწრებოდნენ ჩვენი კურსდამთავრებულები, რომლებიც მოლდოვის პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ.

მედიაციის ტრენინგი არის მოკლევადიანი, ინტენსიური და პრაქტიკაზე დაფუძნეული ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებს პროფესიულ დონეზე განუვითაროს მედიაციის უნარები. ორ ბლოკად დაყოფილი კურსი მოიცავდა როლურ თამაშებს გამოცდილი მედიატორების მეთვალყურეობის ქვეშ. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა სიღრმისეული ცოდნა მიიღეს ყველა იმ საკითხზე, რაც მედიაციისა და მხარეების ინტერესების გათვალისწინებისთვის არის საჭირო. გარდა თეორიული თუ პრაქტიკული უნარებისა,  ტრენინგი შესანიშნავი შესაძლებლობა იყო კურსდამთავრებულთათვის შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაეზიარებინათ პირადი გამოცდილებები.  აღნიშნული ტრენინგი EECMD-ის ორგანიზებით უკვე მეორედ განხორციელდა. პირველად ის 2019 წლის 25-29 ნოემბერს, ყირგიზი კურსამთავრებულებისთვის ჩატარდა  ბიშკეკში.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის “რეგიონალური ჩართულობა დემოკრატიული ცენტრების შექმნის მიზნით (Reach for Democracy)” ფარგლებში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი ხორციელდება ბენინში, საქართველოში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, მაროკოსა და ტუნისში და მიზნად ისახავს, ახალგაზრდა დემოკრატების საერთაშორისო ქსელის შექმნას პოლიტიკური სპექტრიდან, რომლებიც, ერთობლივი მუშაობის შედეგად ხელს შეუწყობენ ინკლუზიური პოლიტიკურ სისტემების ჩამოყალიბებას.

2020 წლის 3-7 თებერვალს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრისა და Result Mediation-ის თანამშრომლობით ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიმართა.