კიევში დემოკრატიის მეხუთე სკოლა გაიხსნება

2019 წლის სექტემბერში, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი კიევში დემოკრატიის მეხუთე სკოლის გახსნას გეგმავს. კიევი, როგორც პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და საჯარო ინსტიტუტების თავმოყრის ადგილი, შესანიშნავი არჩევანია ჩვენი ახალი დემოკრატიის სკოლისთვის. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უკრაინაში დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებასა და კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას. დემოკრატიის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა ფარავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დემოკრატიული პოლიტიკა და მმართველობა, პოლიტიკური კულტურა, არჩევნები და საარჩევნო სისტემები, პოლიტიკური აქტივიზმი და ანტი-კორუფციული მექანიზმები.

დაინტერესებულ პირებს განაცხადების შევსება 2019 წლის 30 ივლისის ჩათვლით, აღნიშნულ მისამართზე შეუძლიათ. პროგრამა 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება. ტრენინგები ჩატარდება EECMD-ის კიევის ოფისში.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დემოკრატიის სკოლები უკრაინის ოთხ სხვადასხვა ქალაქში – ლვოვში, ოდესაში, პოლტავასა და უკვე დნეპროშიც ფუნქციონირებენ.

პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD)-ის ფინანსური მხარდაჭერით.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დემოკრატიის მეხუთე სკოლა უკრაინის დედაქალაქში გაიხსნება.