თემატური ტრენინგი „ფული და პოლიტიკა“, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის

პროექტის ფარგლებში – „ნდობისა და დემოკრატიზაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“,  ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა  (NIMD) და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგები თემაზე “ფული და პოლიტიკა” სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის. ტრენინგებს უძღვებოდა კაროლინა ობაჰეინ შტეფანჯაკი (Karolina Ó Beacháin Stefańczak). შეხვედრები გაიმართა თბილისში, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერებისათვის (8-9 ნოემბერი, 2014) და ერევანში (11-12 ნოემბერი, 2014) სომხეთის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის.

ტრენინგი “ფული და პოლიტიკა“ შეეხებოდა პოლიტიკური დაფინანსების ძირითად გამოწვევებსა და გადაჭრის გზებს, პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციებს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების მომოხილვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიის რეალობაში აღნიშნული რეგულაციების განხორციელებას. ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა განიხილეს ფინანსებსა და პოლიტიკას შორის არსებული კონკურენტუნარიანი და ეფექტური მოდელები, თავიანთ ქვეყნებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ღონისძიება ასევე დაეთმო პოლიტიკური პარტიების მიერ ფინანსური სახსრების მოძიების სტრატეგიების განხილვას და მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა საჯარო დაფინანსებისა და კერძო შემოწირულობების როლი პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში, დაფინანსების წყაროების იდენტიფიცირება, ფინანსების მოზიდვის ძირითადი ინსტრუმენტები, პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება და სხვა.

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსები შეთანხმდნენ მომავალი თემატური ტრენინგების თემებზე, როგორიცაა „შიდაპარტიული დემოკრატია“ და “IT ტექნოლოგიები და პოლიტიკური პარტიები“, რომლებიც გაიმართება 2015 წლის იანვარსა და თებერვალში რიგით მესამე სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმის მოსამზადებელ ფაზაში.