თემატური დისკუსია: „ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში“

2013 წლის 11 მარტს, ქალაქ თბილისში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” ფარგლებში გამართა მესამე თემატური დისკუსია თემაზე – „ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში“.
დისკუსია გახსნა NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ და ხაზი გაუსვა ჰოლისტიკურ მიდგომის მნიშვნელობას, რომელიც აკავშირებს პოლიტიკურ, სასამართლო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მომსახურების სექტორებს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისათვის.
თემატური დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა – ანა აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ – ეკა ბესელიამ და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენელმა – გიორგი ტუღუშმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, კერძოდ კი ოჯახური ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. გამომსვლელთა ამომწურავი იურიდიული და ფსიქო-სოციალური ანალიზი ორიენტირებული იყო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმების გამოვლენისაკენ.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ექსპერტ ლელა გაფრინდაშვილის ანალიზი. მისი თქმით საქართველოს მთავრობამ დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს კანონმდებლობაში არსებული ნორმების განმტკიცებასა და ძლიერი პოლიტიკის გატარებას, რათა მიღწეულ იქნას რეალური ცვლილებები.
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და რიგი სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ უკანასკნელის განსახორციელბლად კი საჭიროა კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ჩასწორება და შესაბამისი დასჯის მექნიზმების შემოღება, მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გაუმჯობესობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაზარალებულთა მეტი თავშესაფრის დაარსება.