თემატური დისკუსია ”გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში”

2013 წლის 19 თებერვალს, ქალაქ თბილისში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), დისკუსია გამართა თემაზე – გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში. ღონისძიების ცენტრალური ამოცანა შრომის კოდექსის ირგვლივ არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების გამოვლენა იყო.
დისკუსია NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ ქალთა პოლიტაში უფრო აქტიური წარმომადგენლობის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკანონომდებლო ან შიდა – პარტიული ინიციატივები, არამედ ქალთა უფლებების გარანტირება სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ალექსანდრე ბარამიძემ გამოთქვა მზადყოფნა გაეთვალისწინებინა დამსწრე საზოგადოების მოსაზრებები სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიენობის პროცესში. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა ეთერ მათურელმა პროფესიული კავშირების პოზიცია წარმოადგინა, ხოლო ამერიკის სავაჭტო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა ლაშა გოგიბერიძემ ბიზნესის პერსპექტივა გააცნო შეხვედრის მონაწილეებს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ექსპერტ ნინო შიოშვილის ანალიზი, რომელმაც დაინტერესებულ საზოგადოებას შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის დაცვის თვალსაწრისით არსებული გამოწვევებისა და ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის გადაჭრის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მონაწილე საპარლამენტო და არასაპაარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ხედვა შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გენდერის თემაზე მომუშავე საერთაშიროსი ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ბატონო პაატა ბელთაძე, რომელმაც შრომის კოდექსის გაუმჯობესებისა და ქალთა უფლებების დაცვის საქმეში სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტს”ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” NIMD კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიება რიგით პირველი შეხვედრა იყო იმ ციკლიდან, რომელიც სულ 10 თემატურ დისკუსიას მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.