თემატური დისკუსია ”განათლების პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში”

2013 წლის 4 მარტს, ქალაქ თბილისში, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), დისკუსია გამართა თემაზე – განათლების პოლიტიკა და გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში.

შეხვედრაზე იმსჯელეს განათლების პოლიტიკაზე გენდერულ ჭრილში – გენდერული სტერეოტიპების შესახებ სასწავლო მასალებსა და საგანმანათლებლო დასაწებულებებში.
დისკუსია NIMD-ის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესაფასებლად მნიშვნელოვნია ყურადრება გავამახვილოთ თანასწორობის მაჩვენებლებზე არა მხოლოდ ეკონომიკის, პოლიტიკის ან ჯანდაცვის სფეოში, არამედ განათლებაშიც.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა, ბატონმა ნიკოლოზ სილაგაძემ გამოთქვა მზადყოფნა გაეთვალისწინებინა დამსწრე საზოგადოების მოსაზრებები ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობის პროცესში. საქართველოს პარლამენტის განთლების მეცმიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგო რატიანმა პარლამენტის პერსპექტივა წამოაჩინა, რომელიც პრაქტიკული მოღვაწეობის პროცესში დაგროვილი გამოცდილებით პარლამენტის წევრმა, ქალბატონმა გუგული მაღარაძემ განავრცო.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ექსპერტ ნანა ბერეკაშვილის ანალიზი, რომელმაც დაინტერესებულ საზოგადოებას საქართველოს მიერ განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის გატარების კუთხით აღებული ვალდებულებების, მათი შესრულების პროცესში არსებული გამოწვევებისა და ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის გადაჭრის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ აბრამიშვილმა წარმოადგინა რამდენიმე საინტერესო დასკვნა სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზიდან, რომელიც 2012 წელს განახორციელა აღნიშნულმა ორგანიზაციამ.
მონაწილე საპარლამენტო და არასაპაარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ხედვა განთლების პოლიტიკის გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გენდერის თემაზე მომუშავე საერთაშირისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.
პროექტს ”ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” , NIMD კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული ღონისძიება რიგით მეორე შეხვედრა იყო იმ ციკლიდან, რომელიც სულ 10 თემატურ დისკუსიას მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.