დემოკრატიის სკოლებში მიღება იწყება!

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) იწყებს ახალ პროექტს “დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობის, თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე”, რისთვისაც აცხადებს მონაწილეების შერჩევას საქართველოს 4 რეგიონში (შიდა ქართლი, კახეთი, იმერეთი, აჭარა).

პროექტი ხორციელდება დანიის პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტთან (DIPD) თანამშრომლობით და ახალი დემოკრატიის ფონდის (NDF) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს, პოლიტიკური განათლებითა და სამოქალაქო აქტივიზმით ახალგაზრდული ხმების გაძლიერებას, დემოკრატიული პრინციპების მხარდაჭერასა და დემოკრატიის განვითარებას საქართველოში.

 

 

რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მოიცავს ინტენსიურ საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამას, რის შედეგადაც:

  • მონაწილეები მიიღებენ სამოქალაქო და პოლიტიკურ განათლებას წამყვანი სპეციალისტებისა და პრაქტიკოსებისგან;
  • უკეთ შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას და მიღებული ცოდნის გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისა და სამოქალაქო ინიციატივებისთვის;
  • ჩაერთვებიან დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების არაფორმალურ შეხვედრებში;
  • მობილური დემოკრატიის სკოლებსა და დემოკრატიის ბანაკში გაიცნობენ და  დაუკავშირდებიან ქართველ და დანიელ ახალგაზრდა ლიდერებს;
  • ერთობლივად  შეიმუშავებენ დემოკრატიისა და განვითარების სამოქმედო გეგმას – ახალგაზრდული ხედვისა და ერთობლივი მოქმედების გზამკვლევს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-განაცხადისა და გასაუბრების შედეგად.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ 18-25 წლის აქტიურ მოქალაქეებს შემდეგი ქალაქებიდან – თელავი, გორი, ქუთაისი და ბათუმი.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ და უფრო აქტიურად ჩაერთოთ სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებასა და საკუთარი მომავლის განსაზღვრაში, ეს შესაძლებლობა სწორედ თქვენთვისაა!

განსაკუთრებით გიწვევთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, ბაკალავრიატის სტუდენტებს და ახალბედა ამომრჩევლებს. შემოგვიერთდით დემოკრატიის სკოლაში და მიიღეთ საჭირო ცოდნა გააზრებული, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი საქმიანი და პროფესიული კავშირების შესაქმნელად!

განაცხადები მიიღება 31 მარტის ჩათვლით.

პროექტში მონაწილეობა უფასოა. 

ტრენინგების კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (აპრილი-ივნისი). პროექტით გათვალისწინებული სხვა აქტივობები ეტაპობრივად, 2024 წლის მანძილზე განხორციელდება.