დემოკრატიის სკოლებში განაცხადების მიღება დაიწყო

აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისი საქართველოში დემოკრატიის განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის სკოლები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს: ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი.
დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

დემოკრატიის სკოლების მისიას ხარისხიანი განათლების და დამატებითი რესურსებისიდამი წვდომის გაზრდის გზით აქტიური მოქალაქეების ხელშეწყობა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.

სატრენინგო პროგრამა 4 ძირითად მოდულს ფარავს:

უნარები: დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, კომუნიკაცია, პროფესიული წერა, საჯარო დებატები, ინტერნეტი.

დემოკრატიული საზოგადოება: მოქალაქეობა, სამოქალაქო საზოგადოება, ერი ნაციონალიზმი და უმცირესობები, რელიგია და დემოკრატია, მედია, გენდერი.

დემოკრატიული მმართველობა: კონსტიტუციონალიზმი და სახელმწიფო მოდელები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, დემოკრატიზაციის საერთაშორისო კონტექსტი.

მონაწილეობა და ლიდერობა: დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმები, ლიდერობა, ამომრჩევლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ადვოკატირება, სამოქალაქო პროტესტი, ბიუჯეტირება, პროექტების მომზადება და მართვა, მონიტორინგი.

პროგრამა მოიცავს 150 საკონტაქტო საათს. ტრენინგები ჩატარდება სამუშაო დღეებში, კვირაში ორჯერ. ყოველი სატრენინგო დღე 5 საათიანია. კურსის ხანგრძლივობა 5 თვეს შეადგენს. მონაწილეებისთვის სავალდებულოა სრულ კურსზე დასწრება.

პროგრამის კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში და სხვა ღონისძიებებში.

მონაწილეების შერჩევა აპლიკაციების და ინტერვიუების საფუძველზე მოხდება. აპლიკაციის შევსება ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით NIMD-ის ადგილობრივ კოორდინატორებს: თელავი (ნიკა შარვაშიძე 551001351), ქუთაისი (თემურ ჯვარშეიშვილი 599470473), გორი (ზაზა ჭიპაშვილი 599775769), ბათუმი (თამარ მამეიშვილი 599496630).

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის 28 ივლისი.