დემოკრატიის ლიდერი 2017

2017 წლის დემოკრატიის ლიდერი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული არჩილ მჭედლიშვილია. არჩილმა, ერთმა ,,მოქალაქემ“ მოახერხა  საზოგადოების განსასჯელად წამოეწია მნიშვნელოვანი საკითხები და ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი პროტესტი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ჟურნალისტად რეგიონულ მედიასაშუალებებში, ხოლო ბოლო წლებში თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე იყო. იგი აქტიურად იყო ჩართული და მხარს უჭერდა თვითმმართველობის  დეცენტრალიზაციის პროცესს. 2017 წლიდან კი, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება, აქტიური სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელე იყო ყველა ფორმით და შესაძლებლობით აპროტესტებდა მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს და თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას. არჩილის იდეა იყო „სამოქალაქო პროტესტი ცხვარი“, როდესაც 2017 წლის არჩევნებში თელავის  მერობის კანდიდატად ცხვრის კანდიდატურა დააყენა.