დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმი

საჯარო გამოსვლები ქალთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას და მათ მიმართ ძალადობას მიემართება

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა (NIMD) სამეფო უბნის თეატრში, ორგანიზებას დემოკრატიის და თანასწორობის ფორუმს უწევს. პოლიტიკური პარტიები, ომბუდსმენის აპარატი, თბილისის მერია, საელჩოები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, გენდერის აქტივისტები, ექსპერტები, მედია წარმომადგენლები და საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი მოღვაწეები ესწრებიან ფორუმს.

„ფორუმი იმისთვის იმართება, რომ აჩვენოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის ძლიერი და მეტად ჩართული ქალები ქართულ პოლიტიკაში, ასევე, როგორი საგანგაშოდ ღრმა და ფართეა პრობლემები, რომელსაც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა და მათ მიმართ ძალადობა ჰქვია“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, NIMD-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში. „ხშირად მიიჩნევა საზოგადოებაში, რომ თანაბარი შესაძლებლობების და ძალადობის პრობლლემები საქართველოში არ დგას. გვინდა გავფანტოთ ეს საშიში მითი და მივაწვდინოთ ხმა ჩვენი საზოგადოების ფართო აუდიტორიას შედარებით შეზღუდული მონაწილეობის კონფერენციებდან და ფორმალური შეხვედრებიდან ფართო ფორუმზე. ამით გვსურს ფორმალური დისკუსიებიდან გადავინაცვლოთ ქალთა თანასწორობის და მათ პოლიტიკაში მონაწილეობისკენ. გვსურს ვაჩვენოთ პრობლემის სახე კონკრეტულ ადამიანთა მონაწილეობით და მოვუთხროთ ადამიანური ისტორიები უთანასწორობაზე, ბარიერებზე, რომლებსაც ქალები აწყდებიან ქართულ საზოგადოებაში რეალურ ცხოვრებასა და რეალურ დროში“.

10 განსხვავებული სფეროს წარმომადგენელი საკუთარ გამოცდილებაზე, ცხოვრებაზე გვიამბობს რეალურ ისტორიებს, რომლებსაც ისინი წააწყდნენ და დღემდე აწყდებიან სააზოგადოებაში. ისინი განსხვავებული სფეროების, პროფესიების, ეთნიკური, რელიგიური და პოლიტიკური მიმართულებების წარმომადგენლები არიან.

დემოკრატიის და თანასწორობის ფორუმის მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე შედგება.

ფორუმის საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი.