დემოკრატიის ბანაკი

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) რეგულარულად, თელავის, ქუთაისის, ბათუმისა და გორის დემოკრატიის სკოლების ყველა თაობის კურსდამთავრებულისთვის შემაჯამებელ ღონისძიებას – დემოკრატიის ბანაკს აწყობს.

დემოკრატიის ბანაკი ინტენსიური სწავლების და პროფესიული კავშირების დამყარების სივრცეა. ეტაპობრივად, ეს ღონისძიება, დემოკრატიის ძლიერ და საჩვენებელ ფორუმად ყალიბდება, სადაც თავს იყრიან ერთი მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებიდან და მეორე მხრივ, პოლიტიკის ექსპერტები და პრაქტიკოსები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან. ღონისძიების ფორმატი კი მათ საჭირო კონტაქტების დამყარებისა და წლის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემაზე ინფორმირებული მსჯელობის საშუალებას აძლევს. ბანაკის თემა ყოველწიურად იცვლება და იმ დროის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს ეხმაურება.