დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები: პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების გაძლიერება

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ნაციონალური ფონდის დემოკრატიისთვის (NED) ფინანასური მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს ,, დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები: პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების გაძლიერება“. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ოთხი პოლიტიკური პარტიის/მოძრაობის მხარდაჭერას პოლიტიკის შემუშავების, ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების, ეფექტიანობის გაზრდისა და მდგრადობის განმტკიცების კუთხით. იგი ეფუძნება EECMD-ს მიერ 2019-2020 წლებში განხორციელებულ პროექტს „დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები: პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების გაძლიერება სტრატეგიული დაგეგმვის გზით“.

პროექტის ფარგლებში EECMD ითანამშრომლებს ოთხ პოლიტიკურ პარტიასთან/მოძრაობასთან – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, „ლელო საქართველოსთვის“, „სამართლიანობისთვის“ და მოძრაობა „სირცხვილია“ – და დაეხმარება მათ სტრატეგიული დაგეგმვისას შემუშავებული სამოქმედო გეგმების განხორციელებაში.

EECMD ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციული მდგრადობის გაძლიერების, შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე. ამასთანავე, თითოეულ პოლიტიკურ პარტიას/მოძრაობას შესთავაზებს დამატებით შესაძლებლობებსა თუ თემებზე მუშაობას, რომლებიც თავსებადი იქნება სტრატეგიული გეგმებით განსაზღვრულ პრიორიტეტებთან. ასევე, EECMD უზრუნველყოფს ინდივიდუალური სესიების ორგანიზებას პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან/მოძრაობებთან მათი საჭიროებებისა და თანამშრომლობის სფეროების გათვალისწინებით.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) ფინანასური მხარდაჭერით ახალ პროექტს ახორციელებს.