გორსა და ბათუმში დემოკრატიის სკოლების ონლაინ ფორმატში გაიხსნა

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) განაგრძობს  დემოკრატიის განათლების გავრცელებასა და ხელშეწყობას საქართველოში.

2020 წლის 22 და 23 აპრილს, გორისა და ბათუმის  დემოკრატიის სკოლის მონაწილეებისთვის პირველი ტრენინგები ჩატარდა. ტრადიციულად, შეხვედრები ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ გახსნა და ლექციის ფარგლებში დემოკრატიის საკითხებსა და  მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სასწავლო პროგრამისთვის მონაწილეები ჩვენს ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც ორი ეტაპისგან შედგებოდა.

10 წლის მანძილზე პირველი შემთხვევაა, როდესაც  სკოლებში  სწავლება დისტანციურად იწყება, თუმცა ორგანიზაცია ამას არ შეუფერხებია და სახეცვლილ რეალობას წარმატებით ერგება. სიტუაციის დასტაბილიზებამდე, ლექციები ახლებური ფორმატითა და ადაპტირებული მოდულით ჩატარდება.

დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, თანამედროვე პოლიტიკის, ქალაქების განვითარებისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

EECMD-ის დემოკრატიის სკოლები ამ ათი წლის განმავლობაში 700-ზე მეტ კურსდამთავრებულს ითვლის  საქართველოს 5 რეგიონში.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

2020 წლის 22 და 23 აპრილს, გორისა და ბათუმის  დემოკრატიის სკოლის მონაწილეებისთვის პირველი ტრენინგები ჩატარდა.