EECMD უკრაინაში

2015–2022 წლებში EECMD აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაში. ორგანიზაცია მუშაობდა რთულ და სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ გარემოში, a მიმდინარე რეფორმებითა და საზოგადოებრივი ცვლილებებით იყო განპირობებული.

ამ პერიოდში EECMD-მა შეინარჩუნა სტრატეგიული პოზიცია და მჭიდროდ თანამშრომლობდა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, რათა გაეძლიერებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, წაეხალისებინა მოქალაქეთა მონაწილეობა და ხელი შეეწყო უფრო ღია და კონკურენტული პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის. EECMD-ის საქმიანობა ფოკუსირებული იყო ინსტიტუტციური შესაძლებლობების განვითარებაზე, მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერებასა და ძირითადი დემოკრატიული აქტორების შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის  მხარდაჭერაზე

ამგვარი საქმიანობით EECMD- ხელი შეუწყო დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას და უფრო ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესების განვითარებას ქვეყნის მასშტაბით.

 

ჩვენი მიდგომა

ამ წლებში EECMD უკრაინაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაზე მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით: 

  • დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების გაძლიერება  მათი ინსტიტუტციური განვითარების მხარდაჭერით       
  • სამოქალაქო და დემოკრატიის განათლების ხელშეწყობა, მათ შორის დემოკრატიის სკოლების ქსელის მეშვეობით კიევში, პოლტავაში, ლვოვში, დნიპროსა და ოდესაში 
  • დიალოგის ხელშეწყობა პოლიტიკურ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის 
  • ინკლუზიური და მონაწილეობითი მმართველობის მოდელების ადვოკატირება       
  • გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა