რეგიონული პოლიტიკური დიალოგი
2014 წლიდან ჩვენს მხარს ვუჭერთ რეგიონალურ პოლიტიკურ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს შორის. „სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი“ ხელს უწყობს რეგიონის გადაწყვეტილების მიმღებთა მომავალ თაობას ნდობის მშენებლობის გაძლიერებასა და პროფესიულ განვითარებაში.
2017 წელს ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი დემოკრატიების განვითარების საკითხებზე. სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის მიზნობრივი ტრენინგებისა და ვორქშოფების მეშვეობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ყალბი ნიუსების იდენტიფიცირებისა და მათთან გამკვლავების კუთხით შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიზნით, 2017 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტში გაიმართა „სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთან ფორუმი ციფრული დემოკრატიის შესახებ“.