გლობალური პარტნიორობა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (GPMD)-ის ღონისძიება #HLPF2019: პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

პოლიტიკური პარტიების როლი 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად მუდმივად ყურადღების მიღმა რჩება, მაშინ როცა პოლიტიკური პარტიები მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოქალაქეთა გაძლიერებასა და საზოგადოებაში თანასწორობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის.  მეორე მხრივ, თუკი პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს და ერთად იმუშავებენ საზოგადო კეთილდღეობის მისაღწევად, ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას და მდგრად განვითარებას.

ამ საკითხების განსახილველად, GPMD თავს მოუყრის პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ ორგანიზაციებს მრგვალი მაგიდის გარშემო მათი საქმიანობის შესაფასებლად. ღონისძიება გაიმართება ნიუ-იორკში მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის პარალელურად. ჩვენი წევრები აფრიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ევროპიდან, წარმოადგენენ თავიანთი პროგრამების შედეგებსა და კრიტიკას, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტიები გახდნენ უფრო ეფექტურები მდგრადი განვითარების გეგმების რეალობაში განსახორციელებლად. თუ თქვენი საქმიანობის სფერო საერთაშორისო განვითარების სექტორია, მაშინ ეს ღონისძიება წარმოადგენს იშვიათ შანსს თქვენი გამოცდილების კოლეგებისთვის გასაზიარებლად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

აღნიშნული სესიის მიზანია შექმნას ერთგვარი პროცესების „დამაჩქარებელ ქმედებათა“ სია, რომლებიც გაზრდიან ყურადღებას პოლიტიკური პარტიების მიმართ, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია info@gpmd.org. ღონისძიების შემდეგ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან მსუბუქი ლანჩით.

დრო და ადგილმდებარეობა: ოთხშაბათი, 17 ივლისი, 11.30AM-1.00PM – UNDP-ის ოფისი, Amartya Sen-ის საკონფერენციო ოთახი, 304 45-ე ქ.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით აღნიშნულ ბმულზე.

გლობალური პარტნიორობა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (GPMD) თავს მოუყრის პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ ორგანიზაციებს მრგვალი მაგიდის გარშემო მათი საქმიანობის შესაფასებლად. ღონისძიება გაიმართება ნიუ-იორკში მაღალი დონის პოლიტიკური ფორუმის პარალელურად.