დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები.სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვმუშაობთ რათა გავაუმჯობესოთ დემოკრატიული ტრადიციები, გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტიები და  ადგილობრივ დონეზე შევქმნათ ძლიერი შესაძლებლობები ჩვენს რეგიონში დემოკრატიის უზრუნველსაყოფად.

EECMD-ის ხუთი პრინციპი

 

დემოკრატიულ ქვეყნებს სჭირდებათ დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები.

ღია და გამჭვირვალე პოლიტიკური პარტიების გარეშე ნამდვილი დემოკრატია ვერ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკურ პარტიებს, რათა მათ გააძლიერონ და გააფართოონ პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობა და წარმომადგენლობა. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ გენდერული თანასწორობისა და მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერების საკითხებზე.

დემოკრატია ეყდნობა დემოკრატებს.

ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიის ლიდერების ინდივიდუალური და კოლექტიური შესაძლებლობები სხვადასხვა ქალაქში პოლიტიკური განათლების მიწოდების მეშვეობით. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიულ ღირებულებებზე და არაძალადობრივი პოლიტიკური ქმედებისთვის საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე.

დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია.

ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ კანონმდებლობა და პოლიტიკური პარტიების რეგულაციები, რათა პოლიტიკური მისწრაფებების გამოსახატად ყველას ჰქონდეს  ხმა და აუცილებელი სივრცე.

დიალოგი აძლიერებს დემოკრატიას

ჩვენ გვჯერა კონსენსუსის ძალის და ხელს ვუწყობთ მრავალპარტიულ დიალოგს იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ პოლიტიკური ტრანსფორმაციის სხვადასხვა გამოწვევას.

დემოკრატია დაუსრულებელი  პროცესი.

ჩვენ დაინტერესებულ მხარეებს ვუზიარებთ ინოვაციურ იდეებს და დაგროვილ ცოდნას დემოკრატიზაციის გზაზე არსებული პრობლემების გადასაჭრელად და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის გასაძლიერებლად.

ახალი ამბები

შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვიზიტი გორის დემოკრატიის სკოლაში

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იზაბელ დინგიზიანი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.  შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა და საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა, გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.

იხილეთ მეტი
დემოკრატიის სკოლებში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

2018 წლის 26-30 მარტს, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.

იხილეთ მეტი
თანასწორობა პოლიტიკაში – ღონისძიებების ციკლი EECMD დემოკრატიის სკოლებში

მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში EECMD დემოკრატიის სკოლებში ღონისძიებების ციკლი დაიგეგმა, რაც პოლიტიკაში თანასწორობის მნიშვნელობისა და გენდერული კვოტირების საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურებოდა.

იხილეთ მეტი
ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა დემოკრატიის სკოლებში

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და EECMD-ის ორგანიზებით, დემოკრატიის სკოლებში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიში წარადგინეს

იხილეთ მეტი
დემოკრატიის სკოლებში ქალაქის მერებმა 100 დღის მუშაობის ანგარიში წარადგინეს

EECMD-ის ინიციატივით, ქალაქ თელავში, გორსა და ბათუმში ახალარჩეულმა მერებმა 100 დღის მუშაობის ანგარიში წარადგინეს.

იხილეთ მეტი
გამოსაშვები ცერემონია ლვოვისა და ოდესის დემოკრატიის სკოლებში

უკრაინაში, ქალაქ ლვოვსა და ოდესაში, EECMD-ის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა

იხილეთ მეტი

EECMD ტვიტერზე

ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებ-გვერდი

WWW.PREZIDENTI.GE შეიქმნა ინფორმირებული პოლიტიკური დებატების მხარდასაჭერად იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისათვის. საიტზე გამოქვეყნებულია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამები.

www.partiebi.ge არის ჩვენი პროექტი, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო ხედვებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა მნიშვნელოვან თემებზე.