საქართველოს ევროპული მომავალი: თანამშრომლობის და სტრატეგიის კონფერენცია

“საქართველოს ევროპული ფორუმი“ წარმოადგენს არაპარტიზანულ, მრალვასექტორულ და არაფორმალური დიალოგის პლატფორმას, რომელიც შეიქმნა 2022 წლის 4 მარტს. სამასზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირა ფორუმის საქმიანობას და გამოთქვეს მზაობა მონაწილეობა მიიღონ არაფორმალურ დიალოგში, რათა ჩაერთონ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას სტრატეგიის შესახებ თუ როგორ შევძლოთ საუკეთესოდ შევასრულოთ საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროინტეგრაციისა დღის წესრიგი არსებული უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეების მიუხედავად.

“საქართველოს ევროპული ფორუმი“ წარმოადგენს #EECMD-ს ინიციატივით შექმნილ პროდემოკრატიული ჯგუფების კოორდინაციისა და დიალოგის პლატფორმას, რომლის მიზანია, დაიცვას და გააძლიეროს დემოკრატია და ხელი შეუწყოს ევრო-ატლანტიკური საგარეო პოლიტიკის გატარებას საქართველოში.

„საქართველოს ევროპული ფორუმი“ აერთიანებს ორასზე მეტ წევრს: პოლიტიკური, სამოქალაქო, მედია და აკადემიური წრეებიდან.

თუ გსურთ გახდეთ “საქართველოს ევროპული ფორუმი”-ს წევრი, შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://forms.gle/knVZ9CvY5Hc7j5e66

საქართველოს ევროპული ფორუმის დეკლარაცია: https://eecmd.org/ka/european-forum-of-georgia/

EECMD-ის მიზანია ხელი შეუწყოს დისკუსიას სტრატეგიის შესახებ თუ როგორ შევძლოთ საუკეთესოდ შევასრულოთ საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროინტეგრაციისა დღის წესრიგი არსებული უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფრთხეების მიუხედავად.