აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას თბილისის და პანკისის დემოკრატიის სკოლებში.
დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. ჩვენი პოლიტიკური განათლების ცენტრები 2011 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ოთხ ქალაქში ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი, რომელთაც გასულ წელს თბილისის და პანკისის დემოკრატიის სკოლაც შეემატა. დემოკრატიის სკოლების მიზანია ახალი თაობის პოლიტიკური ლიდერების გაძლიერება, განათლება და მხარდაჭერა.
დემოკრატიის სკოლის პროგრამა უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სკოლის სრულ პროგრამაზე დასწრება, რაც მოიცავს 5–საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ 2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით.
სასწავლო პროგრამა ოთხ მოდულად იყოფა:
- შესავალი დემოკრატიულ პოლიტიკაში
- თანამედროვე დემოკრატიის საკითხები
- ქალაქებისა და მერების საუკუნე
- როგორ ვაკეთოთ პოლიტიკა
სატრენინგო დღეებია თბილისი: სამშაბათი და ხუთშაბათი 15:00-20:00. პანკისი/თელავი: ოთხშაბათი და პარასკევი 12:00-17:00 საათები.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2019 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
თბილისის დემოკრატიის სკოლის აპლიკაცია: https://bit.ly/2SYPSbP
პანკისის დემოკრატიის სკოლის აპლიკაცია: https://bit.ly/330voUJ
მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://goo.gl/xDaQJy
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.