დემოკრატიის ლიდერი 2016

2016 წლის „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი 24 წლის ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი გვანცა დოლუაშვილი გახდა. პრიზი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა დააწესა, უკვე მეორედ გადაეცემა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინა დემოკრატიის ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში. პრიზი მფლობელი- გვანცა დოლუაშვილი ჟურნალისტი, ბლოგერი, გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დერექტორი და გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია.