ირინე კურტანიძე

ირინე კურტანიძე იკავებს კომუნიკაციების ოფიცრის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. ირინეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო სტრუქტურაში, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. იგი არის ექსპერტი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, სტრატეგიულ კომუნიკაციაში, პოლიტიკურ კომუნიკაციასა და პოლიტიკური საარჩევნო კამპანიების მენეჯმენტში. გარდა ამისა, ის იკვლევს არჩევნებს და ელექტორალური ქცევის მახასიათებლებს. ირინე ასევე მუშაობს პოლიტიკური კომუნიკაციებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ლექტორად კავკასიის უნივერსიტეტში.

ირინე კურტანიძემ დაამთავრა კავკასიის უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი. იგი ასევე არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამის, ჩივნინგის, სტიპენდიატი და ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკური კომუნიკაციებში – University of London, ლონდონი.