პუბლიკაცია წარმოადგენს ექსპერტული ანალიზისა კრებულს, რომელიც „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” ფარგლებში გამოსცა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა თემატური დისკუსიები გენდერული თანასწორობის თემაზე თბილისსა და საქართველოს სხვა ხუთ ქალაქში, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. სწორედ თემატური დისკუსიების ფარგლებში, საკითხის დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ მომზადებული ექსპერტული მიმოხილვები გახდა პუბლიკაციის შექმნის საფუძველი.
კრებული წარმოადგენილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გერნდერული ანალიზი და ორგანიზაციის მიერ მოწვეული ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტის ავტორობით შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტები გენდერულ თანასწორობაზე შრომით ურთიერთობებში, განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში, ქალთა მიმართ ძალადობის, მედიაში გენდერული თანასწორობის თემატიკის გაშუქებისა და ბიუჯეტის გენდერული მეინსტრიმინგის თემებზე.
ეს პუბლიკაცია არ გამოხატავს რაიმე სახელმწიფო ან პოლიტიკურ ინტერესს. პუბლიკაციაში ასახული მოსაზრებები არ არის აუცილებელი ასახავდეს NIMD–ის და მათი მართველობის მოსაზრებებს. NIMD პასუხს არ აგებს ავტორთა მიერ ამ სადისკუსიო დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების, მონაცემების ან წყაროების ციტირების სიზუსტეზე.
ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში