EECMD-ის შესახებ
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) არის დამოუკიდებელი არასამთავრობო, სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიული ტრადიციების, პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად აღმოსავლეთ ევროპაში.
EECMD ახორციელებს პროგრამებს პოლიტიკური პარტიების დახმარების, დემოკრატიის განათლებისა და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობისთვის. ამჟამად, ვეძებთ მოტივირებულ თანამშრომელს გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორის პოზიციის დასაკავებლად.
პოზიცია: დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი გორში (შიდა ქართლი)
ანგარიშვალდებულია: დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი პასუხისმგებელია ორგანიზაციის დემოკრატიზაციის სტრატეგიის განხორციელების ხელმძღვანელობაზე ქალაქსა და რეგიონში, დემოკრატიის სკოლის პროგრამის ფარგლებში.
. მისი ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები მოიცავს:
- რეგიონის სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ურთიერთმოქმედება ორგანიზაციისა და პროგრამის სტრატეგიის შესაბამისად;
- დემოკრატიის სკოლისა და EECMD საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ორგანიზება, სკოლის მსმენელთა, ტრენერებისა და სხვა დაინტერესებული მხრეებისთვის საკონტაქტო პირის ფუნქციის შესრულება და, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მხარდაჭერა
- დემოკრატიის სკოლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების გაძღოლა;
- სხვადასხვა სახის პროგრამული და შეხვედრების ანგარიშების დროული მომზადება (საქმიანობის შეფასება, კურსდამთავრებულთა ქსელის მართვა, ინფორმაცია რეგიონში დაგეგმილი/მიმდინარე მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ);
- EECMD-ის ცენტრალური ოფისის პროგრამულ და ფინანსურ/ადმინისტრაციულ დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვა, ამ საქმიანობასთან კავშირში მყოფი დავალებების შესრულება.
განათლება, საჭირო უნარ–ჩვევები და კომპეტენციები:
- გუნდში მუშაობისა და ლიდერის უნარები და ჩვევები;
- მინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულ სფეროებში;
- განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში;
- პროექტების განხორციელებისა და კოორდინირების გამოცდილება;
- საქმიანი კავშირები ადგილობრივ სამოქალაქო და პოლიტიკურ სექტორთან, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლებთან;
- ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ცოდნა;
- ქართულ ენაზე სრულყოფილად წერის უნარი;
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა სასურველია;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარ–ჩვევები;
- მოწესრიგებული, სანდო და პუნქტუალური თანამშრომელი, რომელიც შეასრულებს სამუშაოს დადგენილ ვადებში.
შერჩევა: გასაუბრებასა და/ან ტესტირებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული აპლიკანტები.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე 2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით მისამართზე: vacancy@eecmd.org დანიშნულების ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი – გორი“. გაითვალისწინეთ, რომ არასრული განაცხადები არ განიხილება.