2016 წლის 4-10 ნოემბერს, NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის წარმომადგენლები შემსწავლელი მისიით ესტუმრნენ კიევს, ლვოვსა და ოდესას. მისიის ფარგლებში მოხდა ორგანიზაციის აქტივობების გაფართოების შესაძლებლობების შეფასება, მათ შორის NIMD-ის დემოკრატიის სკოლის გახსნა, რომელიც დემოკრატიული განათლების წარმატებული ინსტრუმენტია იმ ქვეყნებში, სადაც NIMD მუშაობს. სამუშაო შეხვედრები გაიმართა უკრაინის ვერხოვნა რადას გენერალურ მდივანთან, ისევე როგორც უკრაინის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ლვოვის ივან ფრანკოს ეროვნულ უნივერსიტეტისა და ოდესის მეჩნიკოვის ეროვნულ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას, უმრავლესობის მხრიდან ხაზი გაესვა უკრაინაში დემოკრატიის სკოლების გახსნის საჭიროებას და აღინიშნა ის პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის უკრაინული პოლიტიკური პარტიების განვითარებას.
NIMD-ის შემსწავლელი მისია უკრაინაში