სტრატეგიული დაგეგმვის პროგრამისა და მეთოდოლოგიის მიმართ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მზარდი ინტერესის საპასუხოდ, NIMD-მა ცესკოს წევრებისთვის, დეპარტმამენტის ხელმძღვანელებისა და ლიდერებისთვის სტრატეგიული მართვის ტრენინგ კურსი დააფინანსა. კურსი მიზნად ისახავდა ცესკოს წარმომადგენლებისთვის ეფექტური, სტრატეგიული დაგეგმვის ძირითადი კომპონენტების, გამოწვევებისა და დილემების შესახებ ცოდნის ამაღელბას. ამასთანავე, კურსის მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სტრატეგიული დაგეგმვის შესაძლებლობების გაძლიერების დადებით მხარეებს და წარმატებული ორგანიზაციისთვის სტრატეგიული დაგეგმვის კულტურის მნიშვნელობას.
დღითი დღე იზრდება საჯარო სექტორში ეფექტიანობის, საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის, ნდობისა და გამჭვირვალობის მიმართ მოთხოვნა და სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია აცნობიერებს სტრატეგიული დაგეგმვის საჭიროებას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიამ ადეკვატურად უნდა უპასუხოს უფრო აქტიური და ძლიერი ამომრჩევლის, მედიისა თუ დონორი ორგანიზაციების მოლოდინებს. ამ მხრივ, სტრატეგიული დაგეგმვა და ინსტიტუციური გაუმჯობესება წარმატების უმთავრესი წინაპირობებია. NIMD-თან თავდაპირველი საუბრისას ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, რომ 2012-2013 წლების არჩევნებისთვის მზადების პროცესში, ცესკო-ში მართვის გადახალისებისა და გაუმჯობესების სერიოზული საჭიროება არსებობს. ‘’ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ მუდმივად უნდა ვისწრაფოთ ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ამ გზით, უფრო ეფექტიანი გავხადოთ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა“, განცხადა მან.
NIMD-მა ცესკოს ეს ინიციატივა „მართვის აკადემიასთან’ თანამშრომლობით განახორციელა. „მართვის აკადემია“ ახლად დაარსებული მაგრამ უკვე ავტორიტეტული ტრენინგ ცენტრია თბილისში, რომელმაც ოთხი მოდულისგან შემდგარი კურსი ჩაუტარა ცესკო-ს სამუშაო ჯგუფს. ცესკოსთვის ტრენინგებს მდიდარი პრაქტიკული გამოცდილების მქონე, მართვის პროფესიონალი ტრენერები ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა (რომელიც პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს NIMD-თან) და ქალბატონი სოფო ჯუღელი ატარებდნენ. კურსი მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა, მართვის პრინციპები, სტრატეგია და თამაშის თეორიები, სტრატეგიული მართვის 10 მოდელი. ტრენერებმა მონაწილეებს ნათლად დაანახეს გზა ზოგადი სტრატეგიული გეგმებიდან დეტალური სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბებამდე.
ამ ხანმოკლე მაგრამ ინტენსიური კურსის შეთავაზებით, NIMD-ის მიზანი იყო, გაეღრმავებინა ცესკოს წარმომადგენლების ცოდნა ეფექტიანი სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის უმთავრესი პრინციპების შესახებ. 2011 წლის 7 ივნისს ტრენინგების კურსი წარმატებით დასრულდა, სადაც ცესკოს წევრებმა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა გამოხატეს მადლიერება ნიმდ-ის ამ ინიციატივის მიმართ. მათი აზრით, აღნიშნული კურსი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის გაუმჯობესებას.