2012 წლის 6-8 ივნისს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ბრუნინგი. ვიზიტის ფარგლებში ბრუნინგი შეხვედრებს გამართავს NIMD-ის პარტნიორი პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
7 ივნისს ჰანს ბრუნინგი მოინახულებს და სიტყვით მიმართავს NIMD-ის დემოკრატიის სკოლის მსმენელებს თელავში.
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და მიზნად ისახავს დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდამჭერას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში. NIMD-ის პროგრამები საქართველოში ემსახურება წამყვანი პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განათლებას ადგილობრივ დონეზე და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას ეროვნულ დონეზე.
NIMD-ის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი