ახალი მემარჯვენეების მიერ განხორციელებულ შიდაპარტიულ ანალიზსა და სტრატეგიულ გეგმაზე დაყრდნობით, NIMD-მა პარტიასთან ორმხრივი თანამშრომლობის ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც თანხვედრაშია NIMD-ის პროგრამულ პრიორიტეტებთან და პარტიის საჭიროებებთან. 2011 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში NIMD-ისა და „ახალი მემარჯვენეების“ თანამშრომლობა პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და პოლიტიკის კომუნიკაციის გარშემო განვითარდება.
27-30 ივლისს, გუდაურში NIMD-ის მხარდაჭერით პარტიის სემინარი შედგა. სემინარში მონაწილეობა პარტიის ლიდერებმა და NIMD-ის კონსულტანტებმა მიიღეს, რომლებიც პარტიას ბიზნეს გარემოს, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვის პოლიტიკის ხედვების შემუშავებაში გაუწევენ მხარდაჭერას.
ახალი მემარჯვენეები NIMD-ის პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების პროექტში 2010 წლის შემოდგომიდან არის ჩართული. პროგრამა პირველ ეტაპზე 7 პოლიტიკური პარტიის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მხარდაჭერას გულისხმობდა. თითქმის ერთწლიანი პროცესის მანძილზე NIMD-მა პარტიებს ინსტიტუციური განვითარების დაგეგმვის მეთოდოლოგია, კვალიფიციური კონსულტანტების გამოცდილება და ტექნიკური დახმარება შესთავაზა.