ცხადდება მონაწილეთა მიღება

“დემოკრატიის ჰაბი” – გახდი დემოკრატიული პროცესების თანამონაწილე წალენჯიხაში! 

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), “ღია საზოგადოების ფონდთან” თანამშრომლობით, იწყებს მონაწილეების შერჩევას წალენჯიხაში პროექტის – „თვითმმართველობის, თანამონაწილეობისა და მოქალაქეთა დემოკრატიული ორგანიზების უნარების გაძლიერება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. 

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ხელშეწყობის გზით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თანამონაწილეობითი დემოკრატიის, თვითმმართველობის, მოქალაქეების დემოკრატიული ორგანიზებისა და მოქმედების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე. წალენჯიხის მაგალითზე, პლურალიზმის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით, პროექტი, ასევე, მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ და უნიკალური შესაძლებლობაა, შექმნას საჯარო და სამოქალაქო თანამშრომლობის პრეცედენტი, როგორც უფრო ეფექტური და აქტიური მმართველობის მოდელი.  

რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტი მოიცავს ინტენსიურ საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამას, რის შედეგადაც: 

  • მონაწილეები მიიღებენ სამოქალაქო და პოლიტიკურ განათლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე;
  • უკეთ გაერკვევიან მმართველობის, თვითმმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხებში; 
  • ჩაერთვებიან ერთობლივ და სამოქალაქო-საჯარო სექტორის სამუშაო შეხვედრებში;
  • უკეთ შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას და მიღებული ცოდნის ასახვას პოლიტიკურ ინტერესებსა და ინიციატივებში;
  • თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავებენ ადგილობრივ სამოქმედო გეგმებს –  მოქალაქეთა ხედვისა და კოლექტიური მოქმედების გზამკვლევს;
  • და ერთობლივად შეეცდებიან მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების გადაჭრას;

აღნიშნული, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს, მოსახლეობის თანამონაწილეობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდით, პროდემოკრატიული დღის წესრიგის შექმნას. 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან ონლაინ-აპლიკაციისა და გასაუბრების შედეგად. 

აპლიკაციების მიღება ცხადდება აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული წალენჯიხის მაცხოვრებლებისთვის 18 წლიდან (ახალგაზრდები, ქალები, თვითმმართველობის წევრები და საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები).   

პროექტში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია – შეირჩევა 20 კანდიდატი. 

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 თებერვალი.

პროექტის – „თვითმმართველობის, თანამონაწილეობისა და მოქალაქეთა დემოკრატიული ორგანიზების უნარების გაძლიერება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში.