თამთა ჯოლოხავა

თამთა ჯოლოხავა იკავებს დემოკრატიის განათლების პროგრამის ოფიცრის პოზიციას. თამთა არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი. მან ასევე წარმატებით გაიარა მაგისტრატურა უნგრეთში სეგედის უნივერსიტეტში და ფლობს საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. ბაკალავრიატის დროს, იგი გაცვლითი პროგრამით სწავლობდა პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სტაჟირება საქართველოს საელჩოში ჩეხეთის რესპუბლიკაში. თამთამ ასევე გაიარა სტაჟირება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

თამთას ძირითადი ინტერესის სფერო მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და პოლიტიკას, ქალთა ჩართულობას სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და გენდერულ თანასწორობას.