2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) პროექტის „დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდის www.partiebi.ge განახლებას. აღნიშნულ ვებგვერდზე 2012 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი ჰოლანდიის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.
www.partiebi.ge-ის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთმანეთს შეადაროს პოლიტიკური პარტიების ხედვები მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ვებგვერდი იქნება ერთიანი სივრცე და შესაძლებლობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისთვის, განათავსონ საკუთარი საარჩევნო პროგრამები ონლაინ პლატფორმაზე. ამისათვის, ჩამოტვირთე კითხვარი და შევსებული ფაილი, თქვენი პარტიის შესახებ მოკლე ინფორმაციასთან ერთად (არა უმეტეს 200 სიტყვისა) გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: contact@eecmd.org
2020 წლის საპარლამენტო არჩვენებისთვის, EECMD უზრუნველყოფს ვებგვერდის www.partiebi.ge განახლებას.