„ჰაიკიანის“ დაჯილდოების ცერემონიაზე NIMD სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
2014 წლის 21 თებერვალს, ერევანში, „ჰაიკიანის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, ნიდერლანდების ინსტიტუტს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) გადაეცა სპეციალური პრიზი, ნომინაციაში – „საუკეთესო საერთაშორისო ორგანიზაცია ახალგაზრდობასთან თანამშრომლობაში“. NIMD-ს ჯილდო გადასცა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ბატონმა სერჟ სარკისიანმა.
„სომხეთის ახალგაზრდული ფონდის” მიერ დაფუძნებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ხელს უწყობს სტუდენტური თვითმმართველობების საქმიანობას, ორიგინალურ სტუდენტურ ინიციატივებს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და ახალგაზრდების პოლიტიკური საქმიანობის გაძლიერებას სომხეთში.