წალენჯიხაში აგრარული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო.
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი, ვაგენინგენის უნივერსიტეტის პროფესორები, წალენჯიხაში შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
პროექტის ფარგლებში ჰოლანდიელი ექსპერტები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმას; გაუზიარებენ ექსპერტიზას სექტორის წარმომადგენლებს, დაეხმარებიან მათ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის პროდუქციის სტანდარტების განსაზღვრასა და დანერგვაში.
პროექტი ხორციელდება #EECMD-სთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, წალენჯიხის განვითარების ფონდი და წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ჩართულობითა და ჰოლანდიის „ვახენინგენის უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის“ მჭიდრო თანამშრომლობით.
ჰოლანდიელი ექსპერტები წალენჯიხაში