აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას თბილისის დემოკრატიის სკოლაში. თუ ხარ სტუდენტი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ან უბრალოდ, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ადამიანი, მაშინ ეს სკოლა შენთვისაა!
დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. ჩვენი პოლიტიკური განათლების ცენტრები საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი, რომელთაც წელს თბილისის დემოკრატიის სკოლაც შეემატება.
დემოკრატიის სკოლის პროგრამა უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სკოლის სრულ პროგრამაზე დასწრება, რაც მოიცავს 5–საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. სატრენინგო დღეებია ხუთშაბათი 15:00-20:00 და შაბათი 11:00 – 16:00.
მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ შესაბამის ვებ-გვერდს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა 2018 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.