2017 წლის 14-15 ივლისს, სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრიდან, შეიკრიბნენ თბილისში რათა განეხილათ ციფრული ინსტრუმენტები და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით მათი პოტენციალი.
ღონისძიების მანძილზე განხილულ იქნა ციფრული დემოკრატიის სფეროში არსებული მოწინავე ინოვაციები და ის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც ახალი ინსტრუმენტები და ტექნოლოგიები გააუმჯობესებს დემოკრატიული სტრუქტურებისა და ინსტიტუტების ლეგიტიმურობას, მათ შორის გამჭვირვალობის, წარმომადგენლობისა და უკეთესი გადაწყვეტილების მიღების კომბინაციის გზით.
მომხსენებლებმა პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში იყენებენ ასეთ ტექნოლოგიებს, ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, კამპანიის მენეჯერებმა და პოლიტიკის მეცნიერებმა ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ და უკრაინელ ახალგაზრდებსა და აქტიურ მონაწილეებს საკუთარი მიგნებები წარუდგინეს.
ციფრული დემოკრატის ფორუმი : პირველი დღე
ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვებებზე, რომელსაც ანტი-დემოკრატიული პროპაგანდა ქმნის და რომელიც საკმაოდ გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში. რეგიონში, რომელსაც არ აქვს ძლიერი დემოკრატიული ტრადიცია, მსგავსმა განვითარებებმა შეიძლება შეაფერხოს უკვე მიღწეული დემოკრატიული პროგრესი.
მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები და სტრატეგიები თუ როგორ უნდა მოხდეს არსებული გამოწვევებისადმი გამკლავება და განიხილეს ციფრული მექანიზმების როლი სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაძლიერების კუთხით.
აღნიშნული სესიის ძირითადი მომხსენებელი იყო ეიმერტ ვან მიდელკუპი, ჰოლანდიის სენატის ყოფილი წევრი და ჰოლანდიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარა.
გამოსვლისას, რომელსაც თან მოჰყვა აქტიური დებატები, ბატონმა ვან მიდელკუპმა განიხილა დემოკრატიაზე ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ყალბი ახალი ამბების შესაძლო გავლენის საკითხი და ისაუბრა „ჭეშმარიტების“ ბუნებასა და პოლიტიკაში ღირებულებებზე დაფუძნებული დებატების მნიშვნელობაზე.
ჯურნალისტების პერსპექტივაზე ისაუბრა მარგარიტა ახვლედიანმა, Go Group Media-ის პროგრამის დირექტორმა. ქალბატონმა ახვლედიანმა მონაწილეებს „ევრაზიაში დეზინფორმაციის“ საკითხები წარუდგინა და მეტწილად ადგილობრივ კონტექსტზე გაამახვილა ყურადღება.
ბოლოს, თავად ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა, სამუშაო ჯგუფების პარალელური სესიების დროს, განიხილეს თავიანთ ქვეყნებსა და რეგიონში დეზინფორმაციასა და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის გზები. აღნიშნულ ჯგუფებში, მონაწილეებმა იმუშავეს რათა ჩამოეყალიბებინათ ფართო და რეგიონულ დონეზე გაზიარებული ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდა პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებსა და ზოგადად ქვეყნებს შორის ცოდნისა და მედეგობის გაუმჯობესება.
ციფრული დემოკრატიის ფორუმი: მეორე დღე
მეორე დღეს, მონაწილეებმა გაანალიზეს მოქალაქეთა ჩართულობის, ისევე როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხისა და ლეგიტიმურობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების საკითხი.
ფორუმი მიზნად ისახავდა პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტებს შორის ცნობიერების ამაღლებას ახალი მეთოდების შესაძლო სარგებლის შესახებ. ცნობიერება, რომელიც შესაძლოა სასიცოცხლო აღმოჩნდეს მოქალაქეთა ფართო ჩართულობის, უკეთესი გადაწყვეტილების მიღების და ნდობის ახალი პროცესის დასაწყებად.
NIMD-ის ინოვაციების მრჩეველმა, ვილ დერკსმა, სესია ციფრულ ხანაში პოლიტიკური პარტიების როლის ანალიზით გახსნა. დოქტორმა დერკსმა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ახალი ინსტრუმენტებთან და ტექნოლოგიებთან ადაპტირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გააძლიერონ ამომრჩეველთან ჩართულობა და დარჩნენ მნიშვნელოვანნი ცვალებად მსოფლიოში.
მსგავსი გზავნილი გაიმეორა მეორე მომხსენებელმაც, International IDEA-ს წარმომადგენელმა ალბერტო ფერნანდესმა , რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ როგორ შეუძლია ტექნოლოგიებს გააძლიეროს მოქალაქეთა მიერ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა.
აცნობიერებს რა ციფრულ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ შესაძლო გამოწვევებს, ბატონმა ფერნანდესმა ხაზი გაუსვა ციფრული ინსტრუმენტების პოტენციალზე შეავსოს ეგრეთწოდებული „წარმომადგენლობის სიცარიელე“, რომელიც ამომრჩეველთა დაბალ აქტივობასა და პოლიტიკური პარტიის წევრობის შემცირებას იწვევს.
ციფრული დემოკრატიის ფორუმი დასრულდა მისი აღმატებულება ბატონი იოჰანეს დოუმას, საქართველოში ჰოლანდიის ელჩის, გამოსვლით, რომელმაც მონაწილეეები მათ მიერ გაწეული სამუშაოსა და უნარ-ჩვევების გამო შეაქო და დღის მანძილზე არსებული დისკუსიის შესახებ საკუთარი ანალიზი წარადგინა.
ყოველწლიური ფორუმის შესახებ
სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში დემოკრატია მიმდინარე და მუდმივად მზარდი პროცესია. უკვე რიგით მეხუთე, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი წარმოადგენს რეგიონის მომავალ გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ პოლიტიკური და პოლიტიკის შესახებ დებატების კრიტიკულ პლატფორმას. რეგიონიდან ახალგაზრდა პოლიტიკოსების ერთად შეკრებით, ფორუმი მიზნად ისახავს გამოცდილების გაზიარებასა და დიალოგის ფასილიტაციას, ისევე როგორც დემოკრატიული ქმედებისათვის პოლიტიკოსების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ფორუმი ორგანიზებული იყო ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის მიერ ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით.