შოთა უტიაშვილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი NIMD-ის საქართველოსა და გვატემალის ოფისების მხარდჭერით გვატემალაში იმყოფება პოლიციის რეფორმის საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 2011 წლის 7–10 მარტს გაიმართება, ბატონი უტიაშვილი შეხვედრებს გვატემალის კონგრესში, გვატემალის პოლიტიკური პარტიების უსაფრთხოების ფორუმთან, გვატემალის პრეზიდენტის პოლიციის რეფორმის წარმომადგენელსა და სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ ექსპერტებთან გამართავს.
9 მარტს, გვატემალაში ბატონი შოთა გამართავს მრგვალ მაგიდას: „უსაფრთხოების ინსტიტუციური რეფორმის ელემენტები: საქართველოს მაგალითი,“ რომელშიც მონაწილეობას გვატემალის კონგრესისა და ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრები მიიღებენ