ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) მხარდაჭერით საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ ინსტიტუციური განვითარების გეგმის განახლებაზე მუშაობა 2013 წლის ივნისში დაასრულა. 2010-2011 წლებში NIMD–ის ექსპერტების დახმარებით შემუშავებული პარტიიის სტრატეგიის დოკუმენტის გადახედვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა გახადა საჭირო. შეცვილილი ვითარების გამო რესპუბლიკური პარტია განსხვავებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დადგა, როდესაც ორი წლის წინ მომზადებული სტრატეგიის დოკუმენტი ეყრდნობოდა იმ ფაქტს რომ ოპოზიციაში მყოფი რესპუბლიკური პარტია სარგებლობდა მცირე ელექტორული მხარდაჭერითა და მწირი მატერიალური რესურსით.
NIMD–ის მხარდაჭერით რესპუბლიკური პარტიის სტრატეგიის დოკუმენტის განახლებაზე აქტიური მუშაობა 2013 წლის მარტიდან დაიწყო. ჩატარდა ორ–დღიანი გასვლითი შეხვედრები როგორც ქალაქგარეთ ისე თბილისში. სრულად გადაიხედა ორი წლის წინ შემუშავებული სტრატეგიის გეგმა, გაკეთდა SWOT ანალიზი და გამოიკვეთა პარტიის შიდა დემოკრატიის განვითარებისათვის აუცილებელი საკითხები. სტრატეგიის დოკუმენტის განახლებასა და ახლის შემუშავებაში მონაწილებდნენ პარტიის მართვის სხადასხვა რგოლის წარმომადგენელები სამდივნოდან, ეროვნული კომიტეტიდან, ადგილობრივი ორგანიზაციებიდან და ადმინისტრაციდან.
აქტიური მსჯელობისა და კამათის შედეგად დადგინდა პარტიის განვითარების შვიდი სტრატეგიული საკითხი. განახლებული სტრატეგიის დოკუმენტი განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება პარტიის ეროვნულ კომიტეტს, რომელიც დამტკიცების შემდეგ იქნება პარტიის სახელმძღვანელო დოკუმენტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში.