“საქართველოს ევროპული ფორუმი“ წარმოადგენს არაპარტიზანულ, მრალვასექტორულ და არაფორმალური დიალოგის პლატფორმას, რომელიც შეიქმნა 2022 წლის 4 მარტს. სამასზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ, აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ჟურნალისტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირა ფორუმის საქმიანობას და გამოთქვეს მზაობა მონაწილეობა მიიღონ არაფორმალურ დიალოგში, რათა ჩაერთონ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.
EECMD-იმ გამართა საჯარო შეხვედრები საქართველოს ხუთ რეგიონში, სადაც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საქმინობისა და პროფესიის მოქალაქეები. ამ შეხვედრებზე განხილული საკითხებისა და შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს პოლიტიკური სცენარების დოკუმენტების სამუშაო ვერსიებზე, რომელიც განიხილავს ქვეყნისათვის შექმნილი შესაძლებლობებისა და საფრთხეების განვითარების „პესიმისტურ,” „შუალედურ” და „ოპტიმისტურ” ვერსიებს.
დოკუმენტები მიმოიხილავს საქართველოს წინაშე მდგარ შესაძლებლობებსა და რისკებს, მათ გავლენას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების სფეროებზე.
საქართველოს ევროპული ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მიზანია სხვადასხვა ჯგუფის კონსოლიდაცია და საქართველოს პროდემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, რაც მოკლე ვადებში შექმნის კოორდინაციის მყარ საფუძველს და გააძლიერებს ურთიერთმხარდაჭერას.
I საჯარო შეხვედრა – თელავი, 7 ივლისი
II საჯარო შეხვედრა – გორი, 14 ივლისი
III საჯარო შეხვედრა – ქუთაისი, 15 ივლისი
IV საჯარო შეხვედრა – ბათუმი, 16 ივლისი
V საჯარო შეხვედრა – წალენჯიხა, 18 ივლისი
ფორუმის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აკადემიური ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართვლო უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც არის ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.
თუ გსურთ გახდეთ “საქართველოს ევროპული ფორუმი”-ს წევრი, შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://forms.gle/knVZ9CvY5Hc7j5e66
საქართველოს ევროპული ფორუმის დეკლარაცია: https://eecmd.org/ka/european-forum-of-georgia/
თელავი
ბათუმი
გორი
ქუთაისი
ფორუმის ფარგლებში EECMD-იმ გამართა საჯარო შეხვედრები საქართველოს ხუთ რეგიონში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საქმინობისა და პროფესიის ადამიანებმა.