2014 წლის, 26-27 აპრილს, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით უმასპინძლა რიგით მეორე „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს“, საქართველოს პარლამენტში, ქუთაისში.
რიგით მეორე, ყოველწლიურ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ორმოცდახუთი ახალგაზრდა პოლიტიკოსი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. მოწვეული სტუმრის სახით, ფორუმის სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობდნენ ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ფორუმის გახსნით ნაწილს ასევე დაესწრო ბატონი ჰანს ჰორბაჰი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოსა და სომხეთში.
ორდღიანი კონფერენცია მოიცავდა ორ პლენარულ სხდომასა და ექვს სამუშაო ჯგუფს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მმართველი და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდა პოლიტიკოსების მონაწილეობით. კონფერენცია მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის ხალხთა საერთო ინტერესებისა და ფასეულობების შესწავლასა და განხილვას. ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს რეგიონასითავის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის ერთიანობის პერსპექტივა: ხალხთა შორის დიპლომატია, პოლიტიკური სისტემები, ეკონომიკური და ბიზნეს განვითარება, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ადამიანთა უფლებები, უმცირესობების საკითხი სამხრეთ კავკასიაში, განათლება და ინოვაცია და ახალგაზრდების როლი სამხრეთ კავკასიაში.
გთხოვთ იხილოთ ფორუმის ანგარიში: გადმოწერა