NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD) გახდება
2017 წლის 20 ივლისს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისი, დამოუკიდებელი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გახდება. ახალი ორგანიზაციის სახელი „ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) იქნება.
გარდაქმნის ძირითადი მიზეზი NIMD-ის მამოძრავებელ პრინციპში მდგომარეობს, რაც ადგილობრივ კუთვნილებას გულისხმობს. ამ პრინციპზე დაყრდნობით, NIMD ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საკუთარი პროგრამების ადგილობრივ საჭიროებებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყოს.
NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისის, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრად (EECMD) გარდაქმნა ამ პრინციპის ნათელი გამოხატულებაა. ცვლილება ასახავს საერთო მიზანს, რაც გულისხმობს ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერებასა და შენარჩუნებას, რათა მათ დამოუკიდებლად და ფართო ავტონომიით განახორციელონ დემოკრატიზაციის პროგრამები. ადგილობრივი იდენტობითა და კუთვნილებით, ახალი ორგანიზაცია შეძლებს დაფინანსების ბაზისა და პროგრამული პორტფოლიოს დივერსიფიკაციას და გახდება უფრო მოქნილი არსებული საჭიროებებისადმი რეაგირების კუთხით.
NIMD-ის რეგიონალური ოფისის დამოუკიდებელ, მდგრად და ადგილობრივ ორგანიზაციად გარდაქმნა, რომელიც მიისწრაფვის იგივე მიზნებისაკენ და ეფუძნება იმავე პრინციპებს როგორსაც NIMD, წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას შექმნას ძლიერი ადგილობრივი ინსტიტუტები, რომლებსაც პოლიტიკურ კულტურის განვითარებისა და დემოკრატიზაციის კუთხით ფართო მანდატის საკუთარ ხელში აღების უნარი შესწევს. NIMD-ისათვის კი რეგიონში მისი მუშაობის მნიშვნელოვანი მიღწევების მანიშნებელია.
რა თქმა უნდა, აღნიშნული მიღწევები შეუძლებელი იქნებოდა დონორთა ძლიერი მხარდაჭერის გარეშე, როგორებიც არიან: საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო, კანადის საელჩო, ეუთო და სხვა. NIMD მადლობას უხდის მათ რეგიონში თავისუფალი, მრავალპარტიული და დემოკრატიული პოლიტიკურ სისტემის გაძლიერების მხარდაჭერისთვის.
მომავალში ერთობლივი პროგრამებისა და საერთო მიზნების განსახორციელებლად განგრძობადი ვალდებულების დადასტურების მიზნით, NIMD და EECMD თანამშრომლობას განაგრძობენ ურთიერთგაგების მემორანდუმის საშუალებით, რომელიც საერთო პრინციპებსა და შეთანხმებებს ეფუძნება. NIMD აგრძელებს რეგიონში მუშაობასა და EECMD-ის მეშვეობით, და მასთან მჭიდრო კოორდინაციით, საკუთარი პროგრამების განხორციელებას.
NIMD-ის შესახებ
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) დემოკრატიის მხარდაჭერის ორგანიზაციაა, რომელიც განვითარებად ქვეყნებში პოლიტიკური პარტიებს ეხმარება. NIMD 2000 წელს შვიდი ჰოლანდიური პოლიტიკური პარტიის მიერ დაარსდა. მრავალპარტიული იდენტობა NIMD-ს სძენს ლეგიტიმურობასა და აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიუკერძოებლად იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ქვეყანაში და წაახალისოს მათ შორის დიალოგი.