მოხარულები ვართ, გაცნობოთ EECMD-ს ჩართვა RE-ENGAGE პროექტში, რომელიც დაფინანსებულია NUPI-ს მიერ The Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.
RE-ENGAGE-ის მიზანია, მხარი დაუჭიროს ევროკავშირს მისი საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების გაძლიერებაში, განსაკუთრებით გაფართოებისა და სტრატეგიული პოლიტიკის მიმართულებით. პროექტი მიზნად ისახავს ევროკავშირის გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებას და მეზობელ რეგიონებში დემოკრატიის ხელშეწყობას. მისი მთავარი ამოცანაა ყოვლისმომცველი კვლევის ჩატარება დასავლეთ ბალკანეთსა (ალბანეთში, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და სერბეთში) და აღმოსავლეთ ევროპაში (საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში).
თვალი გვადევნეთ ამ მნიშვნელოვან გზაზე – გავაძლიეროთ ევროკავშირის გეოპოლიტიკური ბერკეტები და ხელი შევუწყოთ დემოკრატიას ჩვენს საერთო საზოგადოებაში!
The Horizon Europe პროექტი “მეზობლებთან ურთიერთობების განახლება ომისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში (Re-engaging with neighbours in a state of war and geopolitical tensions (RE-ENGAGE)” დაფუძნებული და დაფინანსებულია ევროკომისიის მხარდაჭერით. ვებსაიტის ინფორმაცია ასახავს მხოლოდ ავტორების შეხედულებებს და კომისია არ არის პასუხისმგებელი ინფორმაციის გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება იყოს მასში მოცემული.