25 ივნისს, წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მოქალაქეთა მონაწილოების ფორმები და ადგილობრივი თვითმმართველობა“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი კოკა კიღურაძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ მოქალაქეთა მონაწილოების ფორმებით დაინტერესებული წალენჯიხაში მცხოვრები აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული პირები. მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდები, ქალები როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან ასევე პროექტ Drive_Democracy-ის მონაწილეები.
ტრენინგის ძირითადი განსახილველი თემები იყო:
- მონაწილოების არსი და მნიშვნელობა
- მოქალაქეთა მონაწილეობის კანონით გათვალისწინებული ფორმები
- მონაწილოების ადგილობრივი და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მიმოხილვა
ძირითადი პრეზენტაციის შემდეგ, ტრენინგი აქტიურ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც მონაწილეებს საშუალება მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია მონაწილოების ფორმების პრაქტიკაში გამოყენების საკითხებზე.
ტრენინგი გაიმართა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” დაფინანსებული პროექტის „თვითმმართველობის, თანამონაწილეობისა და მოქალაქეთა დემოკრატიული ორგანიზების უნარების გაძლიერება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში. რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2022 წლის იანვრიდან დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების ხელშეწყობის გზით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში თანამონაწილეობითი დემოკრატიის, თვითმმართველობის, მოქალაქეების დემოკრატიული ორგანიზებისა და მოქმედების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.
25 ივნისს, წალენჯიხის დემოკრატიის ჰაბში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მოქალაქეთა მონაწილოების ფორმები და ადგილობრივი თვითმმართველობა“ ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი კოკა კიღურაძე.