საქართველოს არც ერთი პატიმარი, ყველაზე საშიში დამნაშავეც კი, არ უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს სხდომაზე ჩართვისას იხილა საზოგადოებამ. ადამიანის ღირსება და სიცოცხლე ყველა სხვა ინტერესზე მაღლა დგას.
მიხეილ სააკაშვილს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს. ჩვენ გვესმის, რომ მრავალი ჩვენი თანამოქალაქისათვის იგი დღეს მიუღებელი პოლიტიკოსია. თუმცა იმას, თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ, როგორც საზოგადოება, ის კი არ განაპირობებს, თუ როგორ ვექცევით მათ, ვინც მოგვწონს, არამედ ის, თუ როგორ ვექცევით, მათ, ვინც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, არ უნდა მივცეთ საშუალება სიძულვილს, გვიკარნახოს ჩვენი ცხოვრების წესი.პოლიტიკური შეხედულებები არასოდეს უნდა გვკარნახობდეს სამართლებრივ განაჩენს.
მესამე პრეზიდენტის ამ ვითარებაში ყოფნის გაგრძელება, ხოლო უარეს შემთხვევაში, მისი სიკვდილი, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ტრაგედია იქნება, რომლის დაშვება არ შეიძლება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს, მათი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა, ღირსებისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები და მისი სხვა ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.