პროექტის ,,მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობა’’ მიზანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რუსეთის ჰიბრიდული ომის საფრთხეების საპასუხოდ ევროკავშირის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და დეზინფორმაციის დონის შემცირება, ახალგაზრდების მონაწილეობითა და შედეგზე ორიენტირებული ადვოკატირების კამპანიის წარმართვით.
პროექტში ჩართული იყვნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-25 წლის ახალგაზრდები – ჯამში 25 მონაწილე.
პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს:
პირველი, ევროკავშირის სამდღიანი სკოლა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების ,ფასეულობებისა და მიზნების შესახებ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიის, ევროკავშირის გაწევრიანების შემდგომ სახელმწიფოსთვის სარგებელი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების კუთხით . დეცენტრალიზაციის, ფისკალური პოლიტიკის, ევროკავშირის შესახებ არსებული მითების შესახებ სწორი და ზუსტი ინფორმაცია. გარდა ამისა, გაიმართა შეხვედრა ევროკომისიის 12 პუნქტის გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე საქართველოში როგორ შეიძლება ევროკავშირის მიერ სრულად დაფინანსებულ სასწავლო, გაცვლით თუ მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართვა (Erasmus+, European Solidarity Corps, და ა.შ), განსაზღვრეს მათი,როგორც ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების როლი ევროინტეგრაციის პროცესში.
მეორე ნაწილი დაეთმო დებატების ტექნიკისა და წესების სწავლებას, პირველი ტურის, ნახევარფინალისა და ფინალის გამართვას. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი და ტოპ სპიკერები. სადებატო რეზოლუციები შეეხებოდა ევროკავშირის თემატიკას.
რაც შეეხება მესამე ნაწილს, ჩატარდა რამდენიმე ეტაპად:
პირველი, ახალგაზრდული ფორუმი: რატომ ევროპა? შეხვედრა დაეთმო ევროკავშირის კულტურულ,ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და პოლიტიკური მხარდაჭერის შედეგების განხილვას. აგრეთვე, მონაწილეებმა მოწვეულ სპიკერებთან ერთად განიხილეს თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებამ, როგორ უნდა ვებრძოლოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი სტატუსის მისაღებად. გამოკვეთეს ახალგაზრდების როლი დემოკრატიულ პროცესებში, მონაწილეობისა და აქტივიზმის მნიშვნელობა.
მეორე, ღია მიკროფონის პრინციპით , მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტში მიღებული ცოდნა და გამოცდილება და უპასუხეს კითხვას: რატომ ევროპა? რატომ ევროკავშირში გაწევრიანება?
მესამე ნაწილში გაიმართა მონაწილეების დაჯილდოება და პროექტის დასკვნითი ღონისძიება.
„მეტი ევროპა – მეტი შესაძლებლობა“ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“- DRIVE Democracy მცირე გრანტების მხარდაჭერის ფარგლებში ProActive Group Georgia-სთან პარტნიორობით.
DRIVE Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) მიერ, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. პროექტი მიმართულია საქართველოში პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ.
პროექტის ,,მეტი ევროპა, მეტი შესაძლებლობა’’ მიზანია წალენჯიხის მუნიციპლიტეტში რუსეთის ჰიბრიდული ომის საფრთხეების საპასუხოდ ევროკავშირის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება და დეზინფორმაციის დონის შემცირება, ახალგაზრდების მონაწილოებითა და შედეგზე ორიენტირებული ადვოკატირების კამპანიის წარმართვით.